სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დავით ფარცვანიამ შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა

2019-10-20 16:48:00

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის  სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, პარლამენტის წევრ ლევან მგალობლიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად დაესწრო. 

მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ ბანძაში, ონოღიასა და ვედიდკარში  გაიმართა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა შიდა გზების, წყალმომარაგების და გაზიფიცირების  პრობლემები. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ბანძაში სოციალურად დაუცველ გიული კეკელიასთანაც იმყოფებოდნენ, რომელის საცხოვრებელი სახლიც ავარიულია. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მას პრობლემის უახლოეს პერიოდში მოგვარებას დაპირდა.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული  პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

დავით ფარცვანიამ, არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო