სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა

2019-10-19 20:50:00
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, საქართველოში USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორ მარიკა ოლსონსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ხელმძღვანელ ლევან წულაიასთან ერთად საქართველოში პირველი ხაჭაპურის ფესტივალი გახსნეს. ხაჭაპურის ფესტივალი წარმოადგენს ახალ ტურისტულ პროდუქტს, რომელიც საქართველოს გასტრონომიული კულტურისა და ხაჭაპურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართული გასტრონომიის ეს დღესასწაული სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოში USAID-ის „ზრდა“ პროექტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრისა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.

ამ შთამბეჭდავი ღონისძიების „ხაჭაპურის კონკურსში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 37 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები, მათ შორის, გურამ ბაღდოშვილის მესხური ხაჭაპური, ესმა კუნჭულიას გურული ღვეზელის საიდუმლო და ისტორია, დალი ცატავას და გასტრონომიის ასოციაციის კვლევა საქართველოს გასტრონომიული კულტურის შესახებ, ხაჭაპურის გზა UNESCO-მდე და ყველის ასოციაციის ხელმძღვანელის ანა მიქაძის ყველის ამოყვანის მასტერ-კლასი.

ფესტივალი ასევე მოიცავდა რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის მომზადების კონკურსს, ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

 მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო - ბელა კუპრავა

 ხაჭაპურის საუკეთესო ვარიაცია - რესტორანი „მენძელი“
 
 ყველაზე სწრაფი მცხობელი - დარეჯან ყოლანდარია (გარდენ პალასი)

 საუკეთესო მცხობელი - ნელი ბოჭორიშვილი

 ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური - „ოკო“ საცხობი ქუთაისიდან

 მომავალის ხაჭაპური - კოლეჯი ,,ახალი ტალღა“

 საუკეთესო ხაჭაპური - რესტორანი „შინ და გორი“

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო