სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

2019-10-19 11:42:00

მესტიის  მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის ოფისი გაიხსნა. ახალი ოფისი  გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრმა  ლევან დავითაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის  მოადგილეებთან დავით ფარცვანიასთან, ნინო ვიბლიანთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად გახსნა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს ისეთი მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა სურსათის უვნებლობა, ცხოველთა ჯანმრთელობისა  და   მცენარეთა დაცვა. შენობაში ასევე განთავსებულია სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სოფლის მეურნეობის  ლაბორატორია. მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფოს  პრიორიტეტია  მაღალმთიან რეგიონების განვითარება და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნაა. სვანეთი ერთ-ერთი ტურისტულად  მნიშვნელოვანი მხარეა და  უვნებლობის   სტანდარტების დანერგვა, ადგილობრივი მოსახლეობის   და  ტურისტების ინტერესების და ჯანმრთელობს  დაცვა უმნიშვნელოვანესია, რასაც ხელს შეუწყობს თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

მესტიაში ახალიოფისი  ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამებით, მიიღოს ინფორმაცია ახალი რეგულაციების შესახებ და აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია.

ახალი შენობის გახსნას ევროკავშირის სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი ჯორჯ დეჰუ  სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასებით, ასევე გაიხსნა აბაშაში.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო