სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ლუდუკ ხასია ზუგდიდისა და წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

2019-10-15 18:24:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს განაგრძობს. ხასია, ამჯერად ზუგდიდსა და წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად შამადელა-ნარაზენის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. საავტომობილო გზის 1 600 მეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის პირველ ნახევარში დასრულდა, ხოლო მშენებლობის მეორე ეტაპი 1 610 მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს , რომელიც 2020 წელს დასრულდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 1 260 000 ლარს შეადგენს.

ლუდუკ ხასია საგანგებო ზუგდიდის სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობების მშენებლობის სამუშაოებსაც გაეცნო. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდის მერიასთან ერთად ახორციელებს.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ლეფიფიეს უბანში საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებსაც გაეცნო, პროექტის შესაბამისად ეწყობა 2 კილომეტრიანი გზა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო