სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრები კირცხში, ლეწურწუმეში, ახუთსა და საროდონაიოს უბანში

2019-10-13 22:30:00

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის  სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ჩხოროწყუს მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო.  

მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ კირცხში, ლეწურწუმეში, ახუთსა და საროდინაიოს უბანში გაიმართა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა შიდა გზების, წყალმომარაგების, გაზიფიცირების და სანიაღვრე არხების მოწყობის პრობლემები. სოფლებში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ, ასევე მოითხოვა საშეშე მერქნის მოპოვების გამარტივება. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

დავით ფარცვანიამ, არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო