სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დავით ფარცვანიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები გამართა

2019-10-12 21:37:00

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად შეხვედრები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგა გულორდავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახელობას ქალაქ ჩხოროწყუში, სოფელ ჭოღაში, ნაკიანსა და ქვედა ჩხოროწყუში შეხვდა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა შიდა გზების, წყალმომარაგების, კორპუსების შიდა ეზოების მოწყობის და გაზიფიცირების პრობელემები. სოფლებში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ, ასევე მოითხოვა საშეშე მერქნის მოპოვების გამარტივება. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, არსებული პრობლემები ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს, ასევე ადგილობრივებს ინფორმაცია მიეწოდა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებზე.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო