სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრები აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მაცხოვრისკარის, ძიგურისა და საგვაზაოს მოსახლეობასთან

2019-10-09 09:58:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად ადგილობრივ მოსახლეობას აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნორიოში, მაცხოვრისკარში, ძიგურსა და საგვაზაოში შეხვდნენ.

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სოფლებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ადგილობრივებისგან ინფორმაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, პარლამენტის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა, აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა კვიტაშვილმა მიიღეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღ​ება.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა სანიაღვრე არხების და შიდა გზების პრობლემა, მაცხოვრისკარში გამართულ შეხვედრაზე კი ადგილობრივებმა ბაღის გაზიფიცირება მოითხოვეს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრებზე დასახელებული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო