სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია სრულდება

2019-10-04 17:38:00

ზუგდიდის ისტორიული ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. სარეაბილიტაციო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპლიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად დაესწრო.

ჩატარდა ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობის, ხელოვნური ტბის, სარწყავი არხის, სველი წერიტილების, ბაღის ღობის და სასეირნო ბილიკების მოწყობის სამუშაოები.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახორციელებს. პროექტის ღირებულება 12 მილიონი ლარია. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მომზადდა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა.

ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებისთვის.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526
27
2829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო