სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კირცხში სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

2019-09-27 19:22:00

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა, სადაც მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სკოლაში სრულად რეაბილიტირდა სასწავლო ინფრასტრუქტურა და აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით, რის შედეგადაც 160 -მდე მოსწავლეს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო.

2019 წელს, ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 საჯარო სკოლას, მათ შორის შვიდ საჯარო სკოლას სამეგრელოს რეგიონში: ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა, ზუგდიდის N8 საჯარო სკოლა, ზუგდიდის N10 საჯარო სკოლა, დარჩელის N1 საჯარო სკოლა, ინგირის N2 საჯარო სკოლა, ინჩხურის საჯარო სკოლა და კირცხის N1 საჯარო სკოლა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, 2014-2019 წლებში, სრული რეაბილიტაცია 91 საჯარო სკოლას ჩაუტარა საქართველოს ყველა რეგიონში, რომლის შედეგადაც სასწავლო გარემო 40 000-მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო