სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დევნილთა სამინისტრომ სოფელ ბაშში 5 სულიან ოჯახს სახლი გადასცა

2015-03-07 14:57:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში  ბელქანიების 5 სულიან ოჯახს ახალსახლობა მიულოცეს.

ბელქანიებს დევნილთა სამინისტრომ პროგრამის „სახლი სოფლად“ ფარგლებში 2 სართულიანი სახლი შეუძინა. ოჯახს საკუთრებაში სახლთან ერთად თხილისა და ფეიხოას პლანტაციები გადაეცათ. 

გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ პროგრამას „სახლი სოფლად“ მნიშვნელოვანი და დროული უწოდა და მინისტრ სოზარ სუბარს დაუღალავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ვიცე-გუბერნატორის განცხადებით, ყველაზე მეტი სახლი სამინისტრომ პროგრამის ფარგლებში სწორედ სამეგრელოს რეგიონში შეიძინა რაც მეტად სასიხარულოა. კობა ქანთარიას განმარტებით, ბელქანიებს შემოსავალი და საზრდო ექნებათ, რადგან მათ საკუთრებაში სახლტან ერთად მრავალწლიანი ნარგავებიცაა. სოზარ სუბარის უწყება პროგრამის ფარგლებში დევნილთათვის სახლების შეძენას კვლავ გეგმავს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო