სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კოკში თხილის ახალი საშრობი გაიხსანა

2019-09-20 22:18:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში თხილის საშრობ-სასაწყობო ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასაწყობო მეურნეობა შპს „კოკი 2014“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

საწარმო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, AgriGeorgia/Ferrero-სა და USAID- ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით აშენდა.

საწარმოში ჯამურად განხორციელდა 770,000 ლარის ინვესტიცია საიდანაც, 285,000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო დანარჩენი დონორებისა და ბენეფიციარის წილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა გახსნეს საშრობ-სასაწყობო მეურნეობა და საწარმოო პროცესს გაეცნენ. საწარმოს საშრობის წარმადობა 1 000 ტონა თხილია, ხოლო შენახვის - 500 ტონა. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია საექსპორტო ბაზრებზე. საწარმოში მუდმივად 17 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. საწარმო ყოველწლიურად მოემსახურება დაახლოებით 300 ფერმერს სამეგრელოს რეგიონში.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც, სამეგრელოს რეგიონში შეიქმნა 24 ახალი საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო