სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა საჯარო სკოლებში მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

2019-09-16 20:28:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ,მოადგილე დავით ვერავამ და ნუკრი ხასიამ , ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
დავით ფარცვანიამ სასწავლო წლის დაწყება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოკის საჯარო სკოლის და ჯიჯი გიმნაზიის მოსწავლეებს და მასწავლებლებს მიულოცა.

დავით ვერავამ განახლებული ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის და ჯიჯი გიმნაზიის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ზუგდიდში ,,მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში სრულად განახლებული 5 სკოლით ხვდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სველი წერტილები. შენობები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სკოლები აღჭურვილია ასევე სასკოლო ავეჯითა და ინვენტარით.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ეზოებისა და სპორტული მოედნების მოწყობა.

ნუკრი ხასიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება. 2019-2020 სასწავლო წლისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 საჯარო სკოლას.

რეგიონის მასშტაბით კი სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 94 საჯარო სკოლას.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო