სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებული დარჩელის და დიდინეძის სკოლებში

2019-09-16 12:55:00
 სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ,,მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირებული, დარჩელის პირველი საჯარო სკოლა გახსნა. სკოლაში სამასამდე მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 31 პირველკლასელია. სახელმწიფო რწმუნებულმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

წელს ,,მილენიუმის" პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუთ საჯარო სკოლას (ქალაქის მე-4, მე-8, მე-10, ინგირის მე-2 და დარჩელის პირველი საჯარო სკოლები).

პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სველი წერტილები. შენობები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სკოლებში განახლდა სასკოლო ინვენტარი.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებულმა, ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდინეძის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცა. სკოლაში წელს სველი წერტილების პრობლემა გადაიჭრა.

რეგიონის მასშტაბით კი სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 94 საჯარო სკოლას.
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
141516171819
20
21222324252627
282930    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო