სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დაინტერესებული კომპანიები ანაკლიის მომავალი პორტის ადგილმდებარეობას ეცნობიან

2015-03-04 15:51:00

დაინტერესებული კომპანიები ანაკლიის  მომავალი პორტის ადგილმდებარეობას ეცნობიან. ანაკლიას დღეს ამერიკული „კონტი ჯგუფისა“ და ქართული „თიბისი ჰოლდინგისგან“ დაკომპლექტებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი ლევან ახვლედიანი, მხარის გუბერნატორთი ლევან შონია და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი დავით ჯავახაძე  სტუმრობდნენ.

ინვესტორები პორტის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ და ანაკლიის კანიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმამდე“ ანაკლიაში უკვე იმყოფებოდა ორი კონსორციუმი, კერძოდ, 28-29 იანვარს ანაკლიას სტუმრობდნენ კომპანია BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A-ს წარმომადგენლები, 26-27 თებერვალს გაიმართა შეხვედრები ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA)-ს წარმომადგენლებთან, დარჩენილი 4 კომპანია კი თვის ბოლომდე ეწვევა პორტის ტერიტორიას.

ტექნიკური და ფინანსური წინადადებების სათანადოდ მომზადების მიზნით, დაგეგმილია ყველა კანდიდატი კომპანიის წარმომადგენლების მიერ ნავსადგურის ადგილმდებარეობის დათვალიერება და განმარტებითი შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს №1375 განკარგულების შესაბამისად,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით გამოაცხადა მოწვევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ. პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა კომპანიამ, რომელთაგან 7 სამთავრობო კომისიის გადწყვეტილებით შევიდა ე.წ. ,,მოკლე სიაში”, რომლებმაც მიმდინარე წლის 16 აპრილს უნდა წარმოადგინონ თავიანთი ტექნიკური და ფინანსური წინადადებები (RFP) პროექტთან დაკავშირებით.

სამეგერელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანაკლიის პორტი ახალ პოტენციალს მისცემს რეგიონს. გუბერნატორის განცხადებით გაიზრდება მშენებლობაზე და პორტის მუსაობის ეტაპზეც ანაკლიის პორტში ათასობით ადამიანი დასაქმდება რაც უმუშევრობის პრობლემას გადაჭრის. გუბერნატორისვე განცხადებით,  პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა.

ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსის დავით ჯავახაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება ის  7 ფაზად იქნება დაყოფილი. საბოლოო ჯამში პორტმა 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო