სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლებს შეხვდა

2019-09-09 21:39:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შპს ,,საქართველოს მელიორაციის" ექსპლუატაციის დირექტორს გიორგი ხუბუას შეხვდა.

შეხვედრაზე მელიორაციის კუთხით ფოთში არსებულ საჭიროებებზე და ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს, რის შემდეგაც პრობლემური ადგილები დაათვალიერეს.

საქართველოს მელიორაცია ფოთში უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს. 60 წლის შემდეგ, მდინარე რიონის ქალაქში გამავალი არხი დანალექი შლამისა და ნატანისაგან გაიწმინდება. გაიწმინდება და აღდგება ნაპირდამცავი ჯებირები. არხი გაატარებს 400 კუბურ მეტრს წამში, რაც მნიშვნელოვანია რიონის ჰიდრო დინამიური რეჟიმის აღდგენის, შავი ზღვის სანაპირო ზოლის სტაბილიზაციის და წყალდიდობის პრევენციის მიზნით.

ქალაქ ფოთში გამავალი მდინარე რიონის არხის რეაბილიტაციის დეტალური საინჟინრო პროექტის შედგენაზე ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც საქართველოს მელიორაცია სამუშაოების შესრულებაზე ტენდერს გამოაცხადებს.

პროექტის ფარგლებში, ე.წ. მეშვიდე კილომეტრიდან ზღვამდე რიონის ფსკერის გაწმენდა მოხდება, ასევე ზღვის შესართავთან რიონის, აჟამად მოსილული მარცხენა შტოს გაწმენდითი სამუშაოებიც განხორციელდება.

პირველ ეტაპზე რიონის ტომოგრაფიული გადაღება მოხდება. იმის დასადგენად, თუ სად არის დალექილი ტერიტორიები და რა მოცულობის სამუშაოებია შესასრულებელი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627
28
29
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო