სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დადიანების სასახლის ეზოში ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართა

2019-09-08 21:44:00

ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტი ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა. ელისო ბოლქვაძესთან ერთად კონცერტში მონაწილეობა აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ  ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მიიღო.

საღამოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ზუგდიდში კონცერტი, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გაიმართა. ღონისძიება დევიზით „მუსიკა აერთიანებს“ აფხაზეთის თემასა და მშვიდობიანი დიალოგის აუცილებლობას მიეძღვნა.

ზუგდიდელი მსმენელისთვის ელისო ბოლქვაძემ ფრანც შუბერტისა და ფრიდერიკ შოპენის მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< July 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516
17
18192021
22232425262728
293031    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო