სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

არტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროქტები დაათვალიერეს

2019-08-30 20:22:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროს ირაკლი თოფურიასთან, მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ხურცილავასთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს ნუგზარ გაბელიასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბალდის, თამაკონის და ლეცავეს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ასევე დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.

ბალდის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფასადს, შესასვლელს, ასევე მოეწყობა ოთახის ტიხრები, იატაკი და ჭერი. პროექტის ღირებულება 99 964 ლარს შეადგენს.

თამაკონის და ლეცავეს საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში მარტვილის მუნიციპალიტეტში 15 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სველ წერტილებს, სახურავებს, გამოიცვლება კარები, ფანჯრები და იატაკი, მოწესრიგდება წყალმომარაგებისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები.

დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა. პროექტის ღირებულება 148 461 ლარს შეადგენს. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
1314151617
18
19
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო