სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარტვილის სოფლებში მოსახლეობას ხვდებიან

2019-08-22 22:45:00

მოსახლეობაში არსებული საჭიროებების და სოფლად არსებული პრობლემების ადგილზე გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქალაქეებთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამჯერად შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაგვაზაოს, ლეხაინდრაოს და ნაჯახაოს  ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართეს.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის წევრები ოთარ დანელია, სოფიო ქაცარავა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად შიდა გზების, საბავშვო ბაღების, ამბულატორიების  და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება დაასახელა.

შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს. გამოკვეთილი მთავარი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

შეხვედრების დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ ნაგვაზაოში კულტურის ცენტრის შენობა დაათვალიერა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. კულტურის ცენტრის შენობაში საბავშვო ბაღი და ამბულატორიაცაა განთავსებული. ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივებს საკითხის შესწავლას და შემდეგ მის მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< June 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
23456
7
8
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო