სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობის სოფლებში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან

2019-08-14 22:38:00
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა მოსახლეობას სოფელში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამას და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.

სოფელ ძველ ხიბულაში ფონდ ,,ქართუს" მიერ ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, სოფელში ასევე ხორციელდება წყლის, საგზაო ინფრასტრუქტურის და გაზიფიცირების სამუშაოები.

შეხვედრაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

ძველ ხიბულაში გამართული შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ახალ ხიბულასა და საჯიჯაოში შეხვდნენ. სადაც მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად შიდა გზების და წყალმომარგების პრობლემები დაასახელა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა ასევე მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრებმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო