სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ინწრას ჩანჩქერამდე მისასვლელი ბილიკები და უსაფრთხოების ჯებირები მოეწყო

2019-08-10 22:00:00

 სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინწრას ჩანჩქერამდე მისასვლელი ბილიკები და უსაფრთხოების ჯებირები მოეწყო. გაიწმინდა საფეხმავლო გზა და მოხდა მისი გაფართოება.

ხეობაში ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს მოწყობის სამუშაოებში ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, წალენჯიხის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და მოხალისეები მონაწილეობდნენ.

ალექსანდრე მოწერელიამ ინწრას ხეობა გასულ თვეს დაათვალიერა, რა დროსაც ტურისტული ობიექტზე უსაფრთხოების ჯებირების და ბილიკების მოწესრიგება დაგეგმა. სახელმწიფო რწმუნებული ბიზნეს სექტორს მიმართავს სამეგრელოში არსებული უნიკალური ტურისტული ობიექტების განვითარებაში ინვესტიციები ჩადონ.

სოფელ ჩქვალერში, ინწრას ხეობამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რაც ტურისტების ხეობამდე მისვლას უფრო კომფორტულს გახდის.

ინწრას ხეობაში 32 მეტრიანი ჩანჩქერი, მღვიმე და კანიონია. ჩანჩქერი და კანიონი ჩაფლულია ხავსებისა და საუკუნოვანი ხეების წალკოტში, რომელიც საოცარ სანახაობას ქმნის.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო