სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სპორტის მინისტრმა ფოთში რაგბის და ფეხბურთის მშენებარე სტადიონები დაათვალიერა

2015-02-25 11:33:00

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, სამეგრელო-ზემო სვენთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ, ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფოთში რაგბისა და ფეხბურთის ცენტრალური სტადიონების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

რაგბის სტადიონის მშენებლობა ქალაქ ფოთში 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება. ფოთში რაგბის სტადიონი "ქართუ ჯგუფის" ფინანსური ხელშეწყობით ჯომპანია "ატუს" მიერ შენდება, პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა. თანამედროვე რაგბის სტადიონს ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები აქვს და 2 500 მაყურებელზეა გათვლილი.

რაგბის სტადიონის დათვალიერების შემდეგ ლევან ყიფიანმა, კობა ქანთარიამ და ირაკლი კაკულიამ ფოთში, ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაც დაათვალიერეს. სტადიონზე დასავლეთ ტრიბუნის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ხიდი“ ახორციელებს. მოედნების დათვალიერების შემდეგ სპორტის მინისტრი ფეხბურთელებსა და რაგბისტებს შეხვდა და მათგან არსებულ პრობლემებსა და საჭიროებეზე ინფორმაცია მიიღო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო