სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

2019-07-31 11:05:00

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების (ACED) პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოლხეთის ეროვნული პარკის ეკოტურისტული განვითარების მიზნით, ანაკლიაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოში, USAID-ის “ზრდას” პროექტს შორის ურთიერთგაგების სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და USAID-ის “ზრდას” პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლევან წულაია დაესწრო.

პროექტის მიზანია კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის შესასვლელის განვითარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და სერვისების დანერგვის მეშვეობით. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში დამატებითი ეკოტურისტული ატრაქციის შექმნასა და ტურისტული ნაკადების ზრდას.

მემორანდუმის თანახმად, შეიქმნება კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარების კონცეფცია, ადმინისტრაცია აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით, განვითარდება სათევზაო ტურიზმი, მოეწყობა „თოკების პარკი“, საკემპინგე სივრცე და კოტეჯები. აშენდება ახალი ნავმისადგომი და ჩიტებზე დაკვირვების კოშკურები, დასუფთავდება სანაპირო ზოლი. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული, ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიაა. პარკში არსებული კოლხური ტყე მიმდინარე წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო