სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წალენჯიხაში ჩაის მწარმოებელთან შეხვედრა გაიმართა

2019-07-22 11:06:00

ქართული ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ჩაის მწარმოებლებმა წალენჯიხაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

სოლომონ პავლიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, მალხაზ თორიასთან ერთად, ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული პლანტაციები დაათვალიერა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მიერ ჩაის კომბინირებული აგრერატის მუშაობას გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, რომელიც მოსახლეობის დასაქმებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 2016-2018 წლების მონაცემებით, 959 ჰა ფართობ ჩაის პლანტაციის რეაბლიტაცია განხორციელდა, რომლის ჯამური ინვისტიციაც 2,5 მილიონ ლარამდეა.

ფერმერებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურმა ჩაის მოვლა-მოყვანისთვის განკუთვნილი კომბინირებული აგრერატი წარმოადგინა, რომლის საცდელი ნიმუშის გამოცდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. აგრერატი ერთდროულად 4 ფუნქციას - გასხვლას, დაქუცმაცებას, სასუქის შეტანასა და ნიადაგის დამუშავებას ახორციელებს. უახლოეს მომავალში, მინსკის სატრაქტორო ქარხანასთან ერთად, აგრერატის სრულყოფა იგეგმება, რომელიც ფერმერებს საგრძნობლად შეუმსუბუქებს შრომას.

შეხვედრას წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, გოგა გულორდავა, წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიის, სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის და ადგილობრივი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო