სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში ქალთა ეკონომიკური ფორუმი ტარდება

2019-07-20 12:18:00

ზუგდიდის ტექნოპარკში ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის ორგანიზატორები გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ არიან. ფორუმი რეგიონის ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების გაძლიერებასა და აქტიურ ჩართულობას ემსახურება.

ფორმუმზე სიტყვით გამოვიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ფოორუმის მნიშვნელობაზე და იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც დამწყებ მეწარმეებს საშუალებას აძლევს ბიზნესი დაიწყონ ან გააფართოვონ.

მეწარმეებთან ერთად, ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადამინისტრაციის აპარატის უფროსი ლევნ წულია, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია  და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ხელმღვანელი იენი რატილაინენი ესწრებიან.

ორდღიანი ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ საქმიანობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება  სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ქალების ჩართულობისა და შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. ქალ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო კონსულტაციები თუ რჩევები მიიღონ  და ტურიზმისა და მერკეტინგის ექსპერტებთან სამომავლო კონტაქტი დაამყარონ.  ექსპერტებისა და ქალი მეწარმეების სამომავლო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული ბიზნესების, ისე რეგიონული ტურიზმის განვითარებას.

ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, საგრანტო პროგრამების, განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

მთავარი გზავნილი - „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიისთვის შეარჩია, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირების გაუმჯობესებას კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან. კამპანია ეყრდნობა ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ, 2010 წელს შემუშავდა. 

აღნიშნული პრინციპები და რეკომენდაციები ეხმარება ბიზნესს, რათა მან ხელი შეუწყოს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას სამუშაო ადგილებზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. ფორუმი ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო