სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2019-07-18 14:16:00
დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან - არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
 
სხდომაზე, 2014 – 2021 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა.
 
ასევე განიხილეს, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს 2014 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი №1-ით (დანართები: №2; №3) დამტკიცებული ,,რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფისა და დარგობრივი ქვე-ჯგუფის შემადგენლობაში“ ცვლილების შეტანის საკითხი.
 
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია ხელმძღვანელობდა, სხდომას რეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.
 

2014 – 2021 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანისა და 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტები (18.07.2019 წელი)

 

აბაშის მუნიციპალიტეტი:

  • ქ. აბაშაში მრავალბინიან  სახლებში საკანალიზაციო გაყვანილობის რეაბილიტაციის პროექტი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი:

  • ქ. ზუგდიდში ბ. ჯანაშიას ქ. N12-ში მდებარე „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი-ს“ საკონცერტო დარბაზის გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემის მოწყობა;
  • ქ. ზუგდიდში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია;
  • რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოხუმის ქუჩის მე-6 შესახვევში ავტობუსების სადგომისა და დამხმარე ნაგებობების მოწყობა;
  • ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხაფანას  წყაროს წყლის ბაზაზე წყალმომარაგების მოწყობა;

სენაკის მუნიციპალიტეტი:

  • ქუთაისის ქუჩაზე ც. დადიანის ქუჩიდან თეკლათის დედათა მონასტრის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია და ორმული შეკეთება.  
  • იუსიტიციის სახლის მიმდებარედ სკვერისა და კალათბურთის მოედნის მოწყობა.
  • ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ტეხურის ლითონის ხიდთან და ბალნეოლოგიურ წყლებთან  ჩასასვლელი გზების  რეაბილიტაცია.
  • ნოქალაქევის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.                                  
  • სამხედრო ქალაქში დევნილთა დასახლებაში ეზოების და გზის  ასფალტირება.  
  • ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში ლეგოგიეს უბანში გზის რეაბილიტაცია და კიუვეტის მოწყობა.                                                                                           
  • მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ. ბათარიის მაშავების უბანში გზის რეაბილიტაცია.                                                                                                                    
  • ჭავჭავაძის ქუჩის გასწვრივ სანიაღვრე არხის მოწყობა, კლდიაშვილის და აკ. ელიავას ქუჩების კვეთასთან სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, რუსთაველის ქ. №220-თან ჯებირის ამაღლება, აღმაშენებლის ქუჩის გასწვრივ სანიაღვრე არხის მოწყობა, ცენტრალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია, რუსთაველის ქ. №159-თან ღელე ,,ფიცუ''-ს გადახურვა.                                                                        
  • ახალგაზრდობის ხეივნის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე.  
  • ა. არჩაიას ქუჩის რეაბილიტაცია.                                                                                       
  • თეფანიას ქუჩაზე ღელე ,,ფიცუ''-ს გასწვრივ საყრდენი კედლის მოწყობა და ჩიხის ასფალტირება.                                                                                                             
  • ჩხეტიას ქუჩის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია.                                                                     
  • ჭავჭავაძის 35-ში მდებარე რვასართულიანი კორპუსის ფასადების რეაბილიტაცია.
  • ფალიაშვილის და ძმ. კანკავების ქუჩების დამაკავშირებელი ას საფეხურიანი კიბის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.                                                                                        
  • რუსთაველის ქუჩიდან ყოფილ საკირემდე ტროტუარისა და ბორდიურის მოწყობა.
  • სტალინის ქუჩაზე, შხეფის სასაფლაოს მიმდებარედ, მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინ ტროტუარის მოწყობა მონოლითური რკ. ბეტონით.                                          
  • სამხედრო ქალაქის ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ქალაქის ცენტრალური კოლექტორის რეაბილიტაცია.                                                                                              
  • ჭავჭავაძის ქუჩიდან რკინიგზის მაგისტრალამდე სანიაღვრე არხზე რკ. ბეტონის ჯებირის მოწყობა (არხის ორივე მხარეს).                                                                               
  • ,,ძმათა სასაფლაოს" შიდა გზის ასფალტირება და სანიაღვრე არხის მოწყობა.
  • ბორჯომის ქუჩის (ჩიხით) რეაბილიტაცია.                                                                                   
  • ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ისულაში მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე მოწყობილი ქვანაყარი ბერმის ამაღლება 1მ-მდე და არსებული ნაპირსამაგრის გაგრძელება.                                                                                                                           
  • რუსთაველის №126-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, რომელზეც   სენაკის მუნიციპალიტეტს გააჩნია საკრებულოს მოწონება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო