სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულმა სადემონტრაციო თხილის ნარგავები დაათვალიერა

2019-07-18 13:57:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ სადემონსტრაციო თხილის ნარგავები მეცნიერებთან ერთად ადაათვალიერა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ფერმერი აზა ბეჭვაია 3 ჰექტარზე თხილის ბაღს ფლობს. ფერმერი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მითითებით, თხილის ბაღში აგროტექნიკურ და მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს ახორციელებს.

გატარებული აგოსამუშაოების შედეგად აზა ბეჭვაია წელს ხარისხიან მოსავალს ელოდება და ფერმერებს ურჩევს, თხილს დადგენილი აგროკალენდარის შესაბამისად მოუარონ.

თავის მხრივ სახელმწიფო აქტიურ მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს თხილის მოსავლის დაცვის მიმართულებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), Ferrero-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” მხარდაჭერით, ხორციელდება „თხილის გადარჩენის პროგრამა“, რომელიც დარგობრივი ასოციაციის, ფერმერების ჩართულობით სოკოვანი დაავდებების და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ მთელ რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

პროგრამის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლებითაც მეთხილე ფერმერებმა ისარგებლეს და ჩაატარეს აგოსამუშაოები.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო