სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გრინვეის სერვის ცენტრი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

2019-07-12 18:17:00

„გრინვეი საქართველოს“ ფოთის სერვის ცენტრი სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა ლევან წულაიამ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები „გრინვეი საქართველოს” ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში სამუშაო პროცესს გაეცნენ და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობა შეაფასეს.

სს „გრინვეი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ზაფხულის კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა გააცნო. სს „გრინვეი საქართველოს“ მოსახლეობას 16 მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს ორთვიან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. პროგრამაში ჩართული სტაჟიორები ტექნიკური ინსპექტირების სერვის ცენტრებში გაივლიან ორთვიან უფასო სტაჟირებას. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში სტაჟიორები შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ.

სს „გრინვეი საქართველო“ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის 10 სერვის ცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. „გრინვეი საქართველოს“ პარტნიორია ესპანური ტექნიკური ინსპექტირების ბრენდი „Applus“, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. სწორედ, ესპანური გამოცდილების გათვალისწინებით მოეწყო ტექინსპექტირების ქსელი საქართველოში.

კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 53 მლ ინვესტიცია და შექმნა 370 სამუშაო ადგილი. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში კი „გრინვეი საქართველო” ფლობს ორ სერვის ცენტრს ფოთსა და ხობში. რეგიონში განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა დაახლოებით სამი მილიონი ლარი და შეიქმა 11 ახალი სამუშაო ადგილი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო