სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

EIB-ის წარმომადგენლები ფოთის სპორტკომპლექსის მშენებლობას გაეცნენ

2019-07-10 18:15:00

,ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (EIB) წარმომადგენლებმა ფოთში მათ მიერ დაფინანსებული პროექტები დაათვალიერეს.

,,EIB“-ის ხელმძღვანელობა ფოთის სპორტკომპლექსის მშენებლობის პროცესს, სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

,,ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით ჩვენს რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელის საშუალებითაც მოქალაქეებს გაუუმჯობესდათ ინფრასტრუქტურა და გადაიჭრა მათთვის პრობლემური საკითხები. ეს პროექტები ეხებოდა, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურას, ასევე წყალმომარაგებას და საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას“ – განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნეს დარბაზი. სპორტულ კომპლექსში მოეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. იქვე განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება, მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია.

ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა დღესვე ფოთის სატუმბი სადგური დაათვალიერეს, პროექტი ამავე ბანკის დაფინანსებით განხორცილდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო