სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ნოქალაქევის არქეოლოგიურ გათხრებში ნატოს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები მონაწილეობენ

2019-07-07 15:33:00

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროების, საქართველოში უკრაინის რესპუბლიკის საელჩოს,  ესტონეთში საქართველოს საელჩოს,   ორგანიზებით ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი,  უკრაინელი და ესტონელი  სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამის III ეტაპი მიმდინარეობს.

კავკასიურ სივრცეში უპრეცენდენტო პროექტი უნიკალური ნაქალაქარის (ძვ.წ.აღ. IX-ახ.წ.აღ. VIIსს.) ტერიტორიაზე, ექიმების მეთვალყურეობით, ვეტერანი სამხედროების ქართულ-ინგლისურ არქეოლოგიურ სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილეობას გულისხმობს. სამშვიდობო მისიებში მონაწილეთა ფსიქო-ემოციური და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, სამხედროები ჩართულები არიან როგორც საველე, ისე ლაბორატორიულ სამუშაოებში.

ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში არქეოლოგიური გათხრების პროცესი დღეს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, საქართველოში უკრაინის ელჩმა   იგორ დოლგოვმა  და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითმა ჯგუფმა მოინახულა, რომლებმაც ექსპედიციის მონაწილენი სამახსოვრო საჩუქრებით დაასაჩუქრეს.

 არქეოლოგიური კვლევა ძიების 1 თვიან პროცესში უკვე მონაწილეობს 4 ქართველი და  4 უკრაინელი ვეტერანი სამხედრო პირი. რამდენიმე დღეში საერთაშორისო ექსპედიციას როტაციის პრინციპით  ქართველი და ესტონელი ჯარისკაცების ჯგუფი შეუერთდება.

ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

ნოქალაქევის ნაქალაქარი IV - VI საუკუნეებისარქიტექტურული კომპლექსია, რომელიც 3 ნაწილიან მთის კონტურზე ნაწილდება ქვედა ტერასის, ფერდობისა და ციტადელის სახით.  კომპლექსი ძვ. წ. აღ -ის II ათასწლეულიდან მოყოლებულ ყველა ქრონოლოგიურ  ფენას მოიცავს. ნაქალაქარის ელინისტური ხანის კულტურული ფენები ქვედა ტერასის აღმოსავლეთ სექტორშია კონცენტრირებული.  1973 წლიდან დაწყებული არქეოლოგიური ექსპედიციებისას მიკვლეულია ერისთავი ქუჯის სამაროვანი, სადაც 500 მდე სამარხია გათხრილი და შესწავლილი. ნოქალაქევის არქიტექტურული კომპლექსის სამეცნიერო კვლევა ძიების პროცესი 2001 წლიდან საერთაშორისო გახდა, რომელშიც დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო გაერთიანებები არიან ჩართულნი. ამ დროიდან შეცვლილია არქეოლოგიური გათხრების საბჭოური მეთოდოლოგია, რომელიც ბრიტანულმა ჩაანაცვლა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო