სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელიამ აბაშაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

2019-06-13 21:47:00

აბაშაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, მთლიანობაში 20-მდე მრავალსართულიანი ბინის დაზიანებული ფასადები აღდგება.

 

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო, შემდეგ კი იქვე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა.

 

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 600 ათას ლარზე მეტია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებზე 30 ადგილობრივია დასაქმებული.

 

ალექსანდრე მოწერელიამ აბაშაში ტროტუარების რეაბილიტაციის პროეტიც დაათვალიერა. მოუწესრიგებელი ტროტუარების გამო აქამდე ქვეითებს გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე უწევდათ.

 

პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ აბაშაში საავტომობილო გზის ორივე მხარეს 1600 მეტრზე ტროტუარების მოწყობა, რომლის სიგანეც 3 მეტრი იქნება, აქვე მოხდება ველობილიკის მოწყობაც. ამასთან ერთად ეწყობა ეზოში შესასვლელები, პროექტის ღირებულება 700 ათას ლარამდეა და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო