სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებთან

2019-06-05 16:14:00
 სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა საინიციატივო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც რეგიონის მასშტაბით ამ სფეროს სპეციალისტებს აერთიანებს.
 
 სოფლის მეურნეობის გამოცდილი სპეციალისტები, რეგიონის მასშტაბით სფეროში არსებულ საჭიროებების იდენტიფიცირებაზე იმუშავებენ და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ.
 
 შეხვედრაზე, სახელმწიფო რწმუნებულმა კენკროვანი კულტურების გაშენების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივებს კულტურის გაშენებას 100 პროცენტით უფინანსებს.
 
 შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და ამ კულტურის აღდგენის საკითხზე. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით რეგიონში ჩაის სექტორში ძირეული ცვლილებების მისაღწევად საჭიროა ამ სფეროში არსებული უცხოელი ინვესტორების შემოყვანა, რაზეც მუშაობას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აპირებს. ალექსანდრე მოწერელიამ ჩაის სახელმწიფო პროგრამაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
 შეხვედრას, სფეროს სპეციალისტებთან ერთად, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი ქვარაია და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ბაკურ გულუა ესწრებოდნენ.
 
 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო