სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბაშაში ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფისები ერთ შენობაში განთავსდება

2015-01-21 15:39:00

აბაშაში, 21 იანვარს, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე ესწრებოდნენ.
რეკონსტრუქციის შემდეგ შენობაში გაუმჯობესდა როგორც თანამშრომელთა სამუშაო გარემო, ისე მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები-იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სამი უწყების მომსახურებას ადგილობრივები უკვე ერთ შენობაში მიიღებენ.
სამსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია 2014 წლის დეკემბერში დასრულდა. არქიტექტორ გიორგი კირთაძის პროექტის მიხედვით სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია „მეგა-სერვის ჯგუფმა“ ჩაატარა. პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ 270 118 ათასი ლარი გამოყო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო