სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლია-განმუხური სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება

2019-06-01 22:58:00

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული საზღვაო ინფრასტრუქტურით შეხვდება, მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდს ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს. ანაკლიასა და განმუხურში უკვე დასრულდა გამწვანების, განათების სამუშაოები და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესი. ამჯამად ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, კეთდება ზღვამდე მისასვლელი ბილიკები და ველობილიკები. მიმდინარეობს ენგურის ხიდთან მდებარე კაფე-რესტორნის სრული რეაბილიტაცია. მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება განმუხურის აკვაპარკში. ახალი კვირიდან კი საფეხმავლო ხიდის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრი. ანაკლიასა და განმუხურში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 6 მილიონი ლარი იხარჯება. 22-25 აგვისტოს კი ანაკლია საერთასორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ,,ეკოვეივს“ უმასპინძლებს. უკვე დასრულდა ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში კი ამ გზის დამატებითი პერიმეტრების რეაბილიტაცია დაიწყება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო