სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გიორგი გახარია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

2019-05-26 16:45:00

ვიცე-პრემიერმა/შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის ახლადარჩეულ მერთან ერთად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე განთავსებული პავილიონები, სტენდები და ტექნიკა დაათვალიერა.

ზუგდიდში მასშტაბურ ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი საქართველოს კონცეფციით მართავს. დამთვალიერებელს საშუალება აქვს დამოუკიდებლობის დღეს, თვალი გადაავლოს ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას და ღონისძიების მთავარი საკომუნიკაციო ფრაზით: #გააზიარეცოდნა ფარგლებში კიდევ ერთხელ გაეცნოს იმ გმირებს, რომლებმაც ერთიანი საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე, წარმოდგენილია სპეციალურად მოწყობილი საგამოფენო პავილიონი - ერთიანი საქართველოს დერეფანი, სადაც წარმოდგენილია მასალები ერთიანი საქართველოს მეფეების, საქართველოს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის, 1991 წლის რეფერენდუმის და ემიგრანტების შესახებ.

ზუგდიდის მთავარ მოედანზე განთავსდა სტენდები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას უცნობი ისტორიების შესახებ. გარდა ამისა, წარმოდგენილია დამოუკიდებლობის აქტის კედელი, სადაც ადგილობრივები შეძლებენ სიმბოლურად ხელი მოაწერონ ქვეყნის დამოუკიდებლობის დოკუმენტს.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ზუგდიდის მთავარ მოედანზე ერთიანი საქართველოს თემაზე კიდევ ერთი პავილიონი განთავსდა- აუდიო სტენდი, სადაც სტუმრები ქართველ პოეტებს, კინო მუსიკას, დამოუკიდებელი საქართველოს გმირებს, ხალხურ მუსიკას და 1918 წლის 26 მაისის შესახებ დოკუმენტურ მასალებს ყურსასმენების საშუალებით ეცნობიან.

,,გააერთიანე საქართველო“- ამ სახელწოდებით მოედანზე სტრატეგიული თამაში ტარდება, რომლებშიც წინასწარ დარეგისტრირებული სკოლის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები კი მაყურებელს ერთიანი საქართველოს პერფორმანსს წარუდგენენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო