ახალი ამბები
საკონსულტაციო საბჭომ რეგიონის 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმა მოიწონა
2014-12-31 18:32:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციასთან არსებულმა სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ რეგიონის 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმა მოიწონა. შეხვედრას რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, მუნიციპალიტეტების მერები, გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.



