სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ყინული სახლის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს მშენებლობის კონცეფციის საჯარო განხილვა ჩატარდა

2019-02-19 18:55:00

ყინული სახლის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს მშენებლობის კონცეფციის საჯარო განხილვა, სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში, გაიმართა. განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, არქიტექტორები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

საჯარო განხილვაზე პროექტის პრეზენტაცია დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონება“-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ წარუდგინა და პროექტთან არსებულ შეკითხვებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უპასუხა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასტუმროს მშენებლობის შედეგად ქალაქისთვის მისაღებ ეკონომიკურ სარგებელზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს სასტუმროს მიერ რეკრეაციული ზონის და მწვანე ტიპის სასტუმროს მშენებლობის ვალდებულებაზე.

 

ოთხვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, დღევანდელი ყინულის სახლის ტერიტორიაზე იგეგმება. სასტუმროს აშენების შემთხვევაში, მშენებელი კომპანია ყინულის სახლის ე.წ. ,,კომკავშირის“ ყოფილ პარკში გადატანას და მონტაჟს თავად უზრუნველყოფს, სადაც სპორტული კომპლექსის და ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობაა გადაწყვეტილი. ყინულის სახლის გასაბერ კონსტრუქციას 2 წელიწადში ექსპლუატაციის ვადა გასდის, ამიტომაც მისი მოწყობა ე.წ. ,,სენდვიჩ პანელებით" მოხდება, რაც ყინულის მოედნის შენახვას გააიაფებს.

 

შეხვედრაზე შეკრებილმა მოქალაქეების უმეტესობამ სასტუმროს მშენებლობის კონცეფცია მოიწონა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა. საჯარო განხილვის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მედიის საშუალებით არაერთხელ მიეწოდა. განხილვაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველისთვის იყო შესაძლებელი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო