სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან საბავშვო ბაღი გაიხსნა

2014-12-17 11:40:00

იაპონიის მთავრობის „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში,  სოფელ ხურჩაში, ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი საზეიმო ვითარებაში დასრულდა. ცერემონიას იაპონიის საელჩოს მისიის ხელძღვანელის მოადგილე, ჰიროკი ტოკუნაგა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, მისი მოადგილე გიზო სართანია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხურჩის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი იაპონიის საელჩოსა და ასოციაცია „გაენათს“ შორის არსებული საგრანტო შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა. სკოლამდელ დაწესებულებაში ამჟამად 22 აღსაზრდელი სწავლობს. პროექტის ავტორები ბავშვთა რაოდენობის გაზრდას ოთხმოცამდე ვარაუდობენ. ახალ საბავშვო ბაღში, აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დღეს მხოლოდ ორი ბავშვი სწავლობს, თუმცა პედაგოგები მომავალი წლიდან ამ რიცხვის გაზრდასაც ვარაუდობენ. პროექტის ღირებულებამ 90 ათას 533 ლარი შეადგინა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 28 ათას ლარამდე გამოიყო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო