სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში ევროპარლამენტის მოდელირებული სხდომა გაიმართა

2019-02-08 12:41:00

 სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში ევროპარლამენტის მოდელირებული სხდომა გაიმართა, რომელშიც, რეგიონის მასშტაბით, ნიჭიერმა და წარმატებულმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები- ნინო ვიბლიანი და მალხაზ თორია დაესწრნენ. „თქვენ ხართ თაობა, რომელიც ააშენებს ქართულ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ევროპის ნაწილი და დღეს ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროპასთან მჭიდრო დაახლოებისთვის. მახარებს რომ თქვენ ახალგაზრდები ასე უახლოვდებით ევროპულ ღირებულებებს. თქვენ ამ სივრცეში გაეცნობით ევროპარლამენტში მუშაობის სტრუქტურას, გაიუმჯობესებთ ლიდერის უნარებს, კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას, საჯარო გამოსვლების და დებატების ხელოვნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იმუშავებთ მოდელირებულ კომიტეტებში, რომელსაც კონკრეტული მიმართულება ექნება ადამიანის უფლებათა დაცვის, გენდერული თანასწორობის, თავდაცვის, უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით” - განაცხადა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს ნინო ვიბლიანმა. პროექტის ფარგლებში საუკეთესო დელეგატები სტრასბურგში, ევროპარლამენტში გაემგზავრებიან და სხვადასხვა პრიზებს მიიღებენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789
10
1112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო