სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ბაღმარანის გზის რეაბილიტაცია უკვე ტენდერზეა - ალექსანდრე მოწერელიამ მოსახლეობას დანაპირები შეუსრულა

2019-01-21 19:20:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახლმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღმარანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესს დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სოფლად მცხოვრებ მოალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თავადვე გადაჭრან უმთავრესი პრობლემები.

 

ბაღმარანში მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დიდობერას გზის  და  საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაციას დაუჭირა.

 

ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივებს განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა. ბაღმარანის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. გზის მშენებობის პირობა ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებულმა წინა ვიზიტის დროს მისცა.

 

ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივებისგან სხვადსახვა პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია და სოფელში დამეწყრილი სახლები დაათვალიერა. გუბერნატორი დაზარალებულებს შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას და დახმარებას დაჰპირდა.

 

ბაღმარანში დასახლების საერთო კრებას სახელმწიფო რწმუნბულთან ერთად მისი მოადგილე კობა ქანთარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789
10
1112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო