სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდი ყველაზე სუფთა ქალაქად და მუნიციპალიტეტად დასახელდა

2019-01-19 12:57:00

ზუგდიდი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე  სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა. პროექტ „დავასუფთაოთ საქართველო“-ს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე ზუგდიდმა სამი ჯილდო - „ყველაზე სუფთა ქალაქი“, „ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი“ და „ყველაზე სუფთა კორპუსის ეზო“ მიიღო.

დაჯილდოებას, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია დაესწრო. მას ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა გადასცეს.

ზუგდიდმა ყველაზე სუფთა ქალაქის ტიტული, მეორედ მიიღო. ის კონკურსის გამარჯვებული გასულ წელსაც გახდა.

პროექტი„დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“  ხორციელდება, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ მიერ, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა  სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი კომისიის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები) მიერ მოხდა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789
10
1112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო