სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ნინო ვიბლიანი სახალხო დამცველის მოხსენებას დაესწრო

2019-01-16 20:49:00

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ მოხსენება წარადგინა. მოხსენების განხილვას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი დაესწრო.

ნინო ლომჯარიამ, სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების საკითხზე იუსაუბრა. მისი განცხადებით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ანგარიშის განხილვა  პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში ხდება.

„აქამდე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით თვითმმართველობების მიმართ განხორციელებულ რეკომენდაციებზე, თვითმმართველობის სახით პასუხს გვცემდა რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ უშუალოდ თვითმმართველობებს მივაწოდოთ ინფორმაცია და ასევე მათგან მივიღოთ პასუხები, თუ რა ეტაპზეა აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება“ - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789
10
1112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო