სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ გახსნას დაესწრო

2014-11-22 19:00:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ გახსნას დაესწრო, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის თანადაფინანსებით აშენდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ორგანიზატორებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და განაცხადა, რომ ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენის კიდევ ერთი საშუალება, რაც ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო თანადაფინანსებით 90-ზე მეტი ახალი საწარმო გაიხსნა და 490-ზე მეტი საწარმო გადაიარაღდა.
"სახელმწიფო კერძო სექტორს ყოველთვის მხარში დაუდგება. ჩვენი ხელისუფლების სახელით მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ პირადად მე ვიქნები ყოველი კეთილი წამოწყებისა და საინტერესო პროექტის მხარდამჭერი, რომელიც იქნება წარმოდგენილი კერძო სექტორის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არის სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო. ეს არის მთავარი განმსაზღვრელი კერძო სექტორის განვითარებისთვის",- აღნიშნა პრემიერმა.
შპს „აგრიკომის“ "ფოთის მარცვლეულის ტერმინალის” მშენებლობისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში 600 000 აშშ დოლარი გამოიყო. პროექტის მთლიანი ღირებულება 2 მლნ აშშ დოლარამდეა. ტერმინალს, რომლის ჯამური მოცულობა 16 000 ტონას შეადგენს, საშუალება ექნება, მიიღოს/დაასაწყობოს/გააშროს/გასცეს სხვადასხვა სახის მარცვლეული, ძირითადად - ხორბალი და სიმინდი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო