სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა

2018-12-18 11:31:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2019-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტები იყო. სამუშაო შეხვედრაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად განიხილეს, მათ შორის, გზების ორმული შეკეთების მიმართულებით, რაც უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს. მომავალი წლიდან, ზუგდიდში ძველი ავტობუსების თანამედროვე და ადაპტირებული ტრანსპორტით ჩანაცვლების მიზანშეწონილობა აღინიშნა. საბავშვო ბაღებისა და სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე რჩებიან დევნილები, რომელთა ბინით უზრუნველყოფა პრიორიტეტად დაისახა. ქალაქის იერსახის შეცვლასთან ერთად, ტურისტებისათვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად, ინვესტორების მოზიდვის აუცილბლობაზეც ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტული შემოთავაზებებიც განიხილეს.

,,რეგიონი უნდა ვაქციოთ ტურისტებისათვის მიმზიდველად, სადაც ზუგდიდს, როგორც ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრს, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. საამისოდ, უნდა მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქურა. შევთანხმდით რეგულარული შეხვედრების ორგანიზებაზე“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტი წარმოადგენს პრობლემების ნუსხას, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხედულებით, გუბერნიის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

სოციალური და ჯანდაცვის საკითხებზე ისაუბრა აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელმა და ტურიზმის განვითარების პროცესში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმება მიიჩნია პრიორიტეტად. დისკუსია გაიმართა ცენტრალურ ბაზარში არსებული სანიტარული მდგომარეობის შესახებ. ბაზრისთვის ალტერნატიული ფართის მოძიება, ან არსებულის კეთილმოწყობის ვერსიები გამოითქვა.

შეხვედრის ბოლოს ყინულის მოედნის მშენებარე საცურაო აუზის ტერიტორიაზე გადატანის საკითხზე დისკუსია დაიგეგმა. გუბერნატორმა, მსგავსი ხასიათის შეხვედრები, მომავლისთვისაც დააანონსა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789
10
1112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო