სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

2018-11-18 18:16:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „ჯეო ნათსი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

თხილის საწარმოს გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია, ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, საწარმო პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ჯიბლაძე და მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია ესწრებოდნენ.

საწარმოში, წელიწადში, 7.000-10.000 ტონამდე თხილისგან სხვადასხვა სახის პროდუქციის (მოხალული, დაქუცმაცებული, დაფქული) წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვისაა განკუთვნილი. გადამამუშავებელ საწარმოში 76 ადამიანია დასაქმებული. საწარმოში, ჯამურად, 1,558,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 779,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. 2018 წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ, მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
12
13
1415161718
19202122232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო