სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რუხში მშენებარე სამედიცინო კლინიკა მოინახულა (ვიდეო)

2014-11-20 17:57:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მოინახულა. დავით შავლიაშვილთან ერთად მშენებლობის მიმდინარეობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერ კვარაცხელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ და მისმა მოადგილე კობა ქანთარიამ დაათვალიერეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მშენებლობის ტემპით კმაყოფილება გამოხატეს. დავით შავლიაშვილის განცხადებით, სამედიცინო კლინიკის მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება. პროექტის ფარგლებში კი 7 სტაციონარული კორპუსი, პაციენტის ნათესავებისათვის საერთო საცხოვრებელი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა აშენდება. მოეწყობა შიდა გზები, წყლის ავზები და სკვერები.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერ კვარაცხელია აღნიშნავს, რომ კლინიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და პაციენტებს მაღალკვალიფიციური მედიკოსები მოემსახურებიან. მინისტრის მოადგილემ სამედიცინო პროექტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში დათბობის წინაპირობადაც შეაფასა.
კლინიკის მშენებლობას საფუძველი მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ჩაეყარა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. „პროექტის ღირებულება 40 მილიონ ლარს აჭარბებს. ის სერიოზულად გააუმჯობესებს სამეგრელოსა და მიმდებარე რეგიონებში სამედიცინო მომსახურებას და რაც ყველაზე მთავარია ერთმანეთთან დააკავშირებს ენგურის ორივე მხარეს. აქ მკურნალობას შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები, რომლებსაც ყველა იმ სიკეთით სარგებლობა შეეძლებათ, რასაც ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განმარტებით, კლინიკის პროექტი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო