სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დევნილთა სახლების მშენებლობა მოინახულა 

2014-11-12 20:52:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  დევნილთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ზუგდიდში, 10 ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს. აღნიშნულ დასახლებაში, 320 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს ბინას. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა დაათვალიერა და ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, შენობის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობა, განათების მონტაჟი, საბავშვო და სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები. ასევე, გამწვანდება დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია, უზრუნველყოფილნი იქნებიან 24-საათიანი წყალმომარაგებით. ყველა მოსახლისთვის გათვალისწინებულია ღია ავტოსადგომიც.
დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე 200 პირი დასაქმდა. აქედან, 150 ადგილობრივი მოსახლეა, ხოლო 50-იძულებით გადაადგილებული პირი. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW)ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 10 339 000 ლარს შეადგენს. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021
22
2324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო