სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია რეგიონაური განვითარებით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

2018-10-19 17:03:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსაანდრე მოწერელია  ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “ფიფლ ინ ნიდ” და პარტნიორი ორგანიზაციის, „სოფლად თემთა განვითრების სააგენტოს“(RCDA) პარლამენტის დეპუტატთან, მერაბ ქვრაიასთან ერთად შეხვდა. რეგიონალური შეხვედრის ძირითადი მიზანი ფერმერების, ბიზნესის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და არსებული რესურსების განხილვა იყო.

შეხვედრაზე ფერმერი, ადგილობრივი მთავრობების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, სოფლისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

,,როგორც მოგეხსენებათ DCFTA-ის (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სივრცის შესახებ შეთანხმება) ხელშეკრულების ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის საექსპორტო პოტენციალის ზრდას და რეგიონი გახდება მიმზიდველი ინვესტორებისათვის, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის“ - განაცხადა ალექსანრე მოწერელიამ.

შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო