სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია აბასთუმნისა და ხეცერის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა

2018-10-18 11:45:00

 გუბერნატორი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან - მერაბ ქვარაიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ აბასთუმნისისა და ხეცერის მოსახლეობას შეხვდა.

აბასთუმანში შეხვედრაზე მეწყერით დაზარალებულმა მარტოხელა, ხანდაზმულმა ქალბატონმა საცხოვრებლის პრობლემის გადაწყვეტა ითხოვა. მოსახლეობამ ისაუბრა ხიდების რეაბილიტაციის აუცილებლობაზე, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა და წვიმის დროს მგზავრებს მათზე გადასვლისას საფრთხე ექმნებათ. საუბარი შეეხო წყლის ჭაბურღილების მოწყობისა და სოფლის დაქსელვის აუცილებლობას. დიალოგი თხილის მეურნეობითა და მეფუტკრეობით დაკავებულ მოქალაქეებთანაც გაიმართა.

ხეცერის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობამ გზის საფარის დაგება, მიტოვებული სკოლის აღდგენა და სტადიონის მოწყობა ითხოვა.

,,აუცილებელია, შეიქმნას კოოპერატივები. ამჟამად, მთავრობა მუშაობს კორეული მოდელის საქართველოში შემოღებაზე, რაც 51%-იანი წილით კოოპერატივში სახელმწიფოს პარტნიორობას გულისხმობს. როგორც კი, ჯეროვნად განვითარდება და გაძლიერდება კოოპერატივი, სახელმწიფო სრულად იხსნის პასუხისმგებლობას და აღნიშნულ წილს კოოპერატივის წევრებს გადასცემს. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ვფიქრობ, შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება ეს პროექტი. რაც შეეხება ინფრასტუქტურულ პროექტებს, ეტაპობრივად შეგატყობინებთ განხორციელების შესაძლებლობებზე. მერმუნეთ, ჩვენ ხშირი კომუნიკაცია გვექნება“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო