სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორი სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

2018-10-17 17:35:00

 ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართვეობის წარმომადგენლებთან ერთად ნარაზენის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და სოფელში არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა. გუბერნატორმა საბეჭვაიოს უბნის გზაზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერა, რომლის შემდეგ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებები გააცნო. შეხვედრაზე მოსახლეობამ ციტრუსის მეურნეობისა და მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივაზეც ისაუბრეს და პროდუქტის ევროპულ ბაზარზე გატანის მიზნით დახმარება ითხოვეს. მოქალაქეებმა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული კულტურის სახლის რესტავრაციის აუცილებლობაც აღნიშნეს. გუბერნატორმა ნარაზენის საჯარო სკოლა და სპორტულ დარბაზში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა.
,,მთავრობა მუშაობს აუთვისებელი და სარემონტო ნაგებობების აღდგენაზე. მზად ვარ, შესაბამის სტრუქტურებთან გიშუამდგომლოთ აღნიშნულ პრობლემებზე. აქვე უნდა გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია და თხილის კულტურის აღდგენასთან ერთად მეფუტკრეობის ხელშეწყობის მიზნითაც ვითანამშრომლებთ. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ საოცარი ხედები იშლება თქვენი სოფლიდან, აქაც ტურიზმი უნდა განვავითაროთ, რომ მოსახლეობას შემოსავლის ალტერნატიული წყარო გაუჩნდეს“ - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
გუბერნატორმა ამბულატორიის შენობაც დაათვალიერა, სადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენობისათვის ფუნქციის შეცვლის, მოხუცთა თავშესაფრის მოწყობის იდეა გაუზიარეს. ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ახალაშენებულ ეკლესიას ესტუმრა, ტაძრის ეზოში გაშენებული ვაზის ჯიშებით დაინტერესდა და წინამძღვარს ძველი კოლხური ვაზის ჯიშების აღდგენის ხელშეწყობაზე ესაუბრა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო