სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორი საზოგადოება ,,ზუგდიდელის“ წარმომადგენლებს ესტუმრა

2018-10-16 12:31:00

 ალექსანდრე მოწერელია საზოგადოება ,,ზუგდიდელის“ წარმომადგენლებს შეხვდა და ქალაქის განვითარების მათეული ხედვის შესახებ მიიღო ინფორმაცია. მთავარი აქცენტი ზუგდიდის იერ-სახის შეცვლაზე გაკეთდა. საუბარი შეეხო უძველესი სასტუმრო ,,ოდიშის“ რესტავრაციის თემას, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის და მათ შორის, ჩაის კულტურის აღდგენას.
,,ზუგდიდელების“ წარმომადგენლები ჩხოუშიის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების, სავაჭრო ობიექტების მოწესრიგებისა და კანალიზაციის საკითხებსაც შეეხნენ. გაიხსენეს ზუგდიდის ისტორიიდან ცნობილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტკომპლექსის აშენების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
,,ვფიქრობ, უბნების მიხედვით ინფრასტრუქტურის მოწყობაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა. უახლოეს მომავალში ვგეგმავ, შევქმნა სათათბირო ორგანო, სადაც მოგიწვევთ და ერთობლივად განვიხილავთ რეგიონის განვითარების გეგმებს. ამავდროულად, გთავაზობთ, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დავათვალიეროთ ქალაქის ცენტრალური ტერიტორიები, რომლის იერ-სახის შეცვლის შესახებ თქვენი იდეები დღეს წარმოადგინეთ. თითოეული ორგანიზაციისა, თუ მოქალაქის მოსაზრებები, საბოლოოდ, ზუგდიდის განაშენიანების გენერალურ გეგმაში უნდა აისახოს“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო